Saturday, 16 December 2017

შინაური ცხოველების დაზღვევის თავისებურებები საქართველოში

 

სალომე ქათამიძე, მარიამ ქურციკიძე, ნინო ინასარიძე 

 

შესავალი  

 

შინაური ცხოველების დაზღვევა წარმოადგენს ერთ–ერთ სადაზღვევო პროდუქტს, რომლის წყალობითაც შესაძლებელია დავაზღვიოთ საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული შინაური ცხოველი. დაზღვევა გვეხმარება თავიდან ავიცილოთ მოულოდნელი და ძვირადღირებული ვეტერინარული ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოთ ცხოველის მოვლა.

 

ცხოველთა დაზღვევის პოლისი ბრიტანეთში პირველად გაიყიდა 1947 წელს. აშშ-ში შინაური ცხოველების დაზღვევის პროდუქტი პირველად შეიქმნა 1980 წელს. „America s pet” იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც შექმნა ეს ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი. დღეს კი შინაური ცხოველების დაზღვევა პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. 

 

ხშირად ცხოველის მფლობელები ცხოველთა დაზღვევას ადამიანის ჯანმრთელობის დაზღვევის ვარიაციად თვლიან; თუმცა ცხოველთა დაზღვევა ფაქტიურად არის ქონების დაზღვევის სახეობა. როგორც წესი, ცხოველის მფლობელი ანაზღაურებას იღებს მას შემდეგ რაც მფლობელი  შეატყობინებს შემთხვევის შესახებ  სადაზღვევო კომპანიას.  

 

შინაური ცხოველების სადაზღვევო პოლისების მეშვეობით ამერიკასა და კანადაში ანაზღაურდება ზარალის სრული ოდენობა, ან ვეტერინარის ღირებულების გარკვეული ნაწილი (70%-100%). ცხოველის მფლობელი ვეტერინარს უხდის და შემდეგ აგზავნის მოთხოვნის ფორმას სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების მისაღებად. ადრე, უმეტესი ცხოველთა სადაზღვევო პაკეტები არ ფარავდა, პრევენციული მოვლის პირობებს (როგორიცაა ვაქცინაცია). თუმცა, არც ისე დიდი ხანია კანადაში ამერიკასა და ბრიტანეთში ზოგიერთი კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ცხოველთა რუტინული მოვლის დაფარვას.  

 

საქართველოს ბაზარზე შინაური ცხოველების დაზღვევა 2010 წელს გამოჩნდა და პირველი კომპანიები, რომლებმაც ეს პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს იყო „ვესტი“ და „იმედი L“. სადაზღვევო კომპანია „ვესტს“  გეგმაში ჰქონდა ძაღლის და კატის გარდა, სხვა შინაური ცხოველების დაზღვევაც შეეტანა პაკეტში. თუმცა, ეს ვერ განხორციელდა, რადგან 2011 წელს სადაზღვევო კომპანია „ვესტს“ ლიცენზია შეუჩერეს. „იმედი L“ კი სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს მფლობელობაში გადავიდა. 

 

დღესდღეისობით, „ალდაგი“ არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია, რომელიც აზღვევს შინაურ ცხოველებს. დაზღვევას ექვემდებარება მხოლოდ კატა და ძაღლი, რომელთა ასაკი დაზღვევის მომენტში 6 თვიდან 7 წლამდეა, და რომლებიც არიან სათანადოდ რეგისტრირებულნი ლიცენზირებულ ვეტერინარულ კლინიკაში და რომლებზეც გაცემულია შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პასპორტი).

 

პროდუქტი ნაკლებად მოთხოვნადია და ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ათეული დაზღვეულია. სადაზღვევო პაკეტის ღირებულება 25 ლარს შეადგენს. იგი მოკლევადიანი დაზღვევაა, სადაზღვევო პერიოდი შეადგენს ერთ წელს. 

 

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით, დაზღვევის მომენტში შინაური ცხოველი უნდა იყოს ჯანმრთელი, ყოველგვარი ტრავმის გარეშე. დაზღვევის პერიოდის განმავლობაში მფლობელმა უნდა იზრუნოს ცხოველის მოვლა-პატრონობაზე, ჩაუტაროს ყველა აცრა თუ პროცედურა, რომელიც მოთხოვნილი და რეკომენდირებულია ვეტერინარის მიერ, ასევე დაიცვას შინაური ცხოველის შენახვის ყველა სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური, ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმები.

 

დაზღვევას არ ექვემდებარება შემდეგი ჯიშის შინაური ცხოველები/ძაღლები: შარპეის, პიტ-ბულის, ამერიკული პიტ-ბულ ტერიერის, არგენტინული დოგოს, იაპონური ტოსას, ბრაზილიური ფილას ძაღლის ჯიშები, ან ძაღლი, რომელიც შეჯვარებულია ზემოაღნიშნული ძაღლის ჯიშებთან, ასევე ჭარბი აგრესიულობის მქონე ჯიშები.

 

სადაზღვევო პაკეტის შესაბამისად, პოლისის მფლობელებს უნაზღაურდებათ შემდეგი სერვისები: 

 

•ვეტერინარული ხარჯები, თუ ძაღლს ან კატას დასჭირდა მკურნალობა ტრავმის შედეგად; 

•პოვნის ხარჯები თუ შინაური ცხოველი დაიკარგა; 

•მესამე პირისათვის გადასახდელი ხარჯები, თუ მას ცხოველმა ზიანი მიაყენა;

•მომვლელის ხარჯები, თუ პატრონის ჰოსპიტალიზაციის გამო მისი აყვანა გახდა საჭირო.

 

 სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ვალდებულია დაზღვეულის მიერ პირველი (ერთჯერადი) სადაზღვევო შესატანის (პრემიის) გადახდის შემდეგ, უზრუნველყოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა იმ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, რომელიც დადგება სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრული სადაზღვევო დაფარვების მიხედვით. მოცდის პერიოდია ერთი კალენდარული თვე, სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან.

 

ცხრილი 1: 

შინაური ცხოველების დაზღვევა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“

 

მომსახურება/ სადაზღვევო დაფარვა

სადაზღვევო ლიმიტი/ქველიმიტი* (ლარში)

თანაგადახდა (ჩვენი წილი)

 

24 საათიანი სატელეფონო კონსულტაცია

შეუზღუდავი

მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა

5,000.00

100%

ტრამვებთან დაკავშირებული მკურნალობის ხარჯები

5,000.00

 

-    ავტოტრანსპორტთან შეჯახება

-    სიმაღლიდან ჩამოვარდნა

-    ელექტროდების ზემოქმედება

-    უცხო სხეულის გადაყლაპვა

-    სხვა ცხოველების მიერ მიყენებული ზიანი

-    უცხო პირთა მიერ განზრახ მიყენებული ზიანი

-    ხანძარი

ქველიმიტი:

1,000.00

500.00

1,000.00

500.00

500.00

 

500.00

 

1,000.00

 

90%

90%

100%

90%

90%

 

90%

 

100%

დაკარგული შინაური ცხოველის მოძებნასთან დაკავშირებული განცხადების/რეკლამის განთავსების ხარჯების დაფარვა

1,000.00

80%

დაკარგული შინაური ცხოველის მპოვლენის ფულადი ჯილდოს ხარჯების დაფარვა

500.00

80%

დამზღვევის ჰოსპიტაციზაციის შემთხვევაში შინაური ცხოველის მომვლელის დაქირავების ხარჯების ანაზღაურება

500.00 (მაგრამ დღიური ქველიმიტი– 50.00 ლარი)

100%

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად დამზღვევი ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას დოკუმენტაცია, რომელიც არის მითითებული სადაზღვევო ხელშეკრულებაში. მაგალითისათვის, შინაური ცხოველის ტრამვის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია წარუდგინოს კომპანიას შემდეგი სახის დოკუმეტაცია: ტრამვის განმაპირობებელი ინციდენტის ხდომილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ვეტერინარული კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტი და კლინიკისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასევე ყველანაირი ზარალის დადგომის შემთხვევაში მას უნდა ერთვოდეს თან სადაზღვევო პოლისი, მეპატრონის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შინაური ცხოველის პასპორტი და სხვა დოკუმენტები, რომელსაც მოითხოვს მზღვეველი. ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა არის 20 დღე, აღნიშნული ვადის შემდეგ დამზღვევს აღარ აქვს უფლება მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.

 

   სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს სადაზღვევო ხელშეკრულებაში არის მითითებული ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იგი არ გასცემს არანაირ  სადაზღვევო ანაზღაურებას. ასეთი შემთხვევებია, როდესაც  ზარალი გამოწვეულია:

 

  • უხარისხო საკვების გამოყენებით;
  •  შინაური ცხოველის ორსულობით და/ან მშობიარობით;
  • შინაური ცხოველის გამოფენაზე გაყვანით ან სხვა სანახაობრივ ღონისძიებაში მონაწილეობით;
  • შინაური ცხოველის რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის შემთხვევაში;
  • სხვა სამედიცინო ჩარევით, რომელიც არა არის განპირობებული ტრავმის მიღებით;
  • თუ შინაური ცხოველი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ;
  • შინაური ცხოველის გარდაცვალებით.

 

შინაური ცხოველების  სადაზღვევო პაკეტი სტანდარტულად ერთწლიანია, თუმცა შესაძლებელია ვადაზე ადრე გაუქმებაც. ამის საფუძველი შეიძლება გახდეს: 

 

  • სადაზღვევო ლიმიტის სრული ამოწურვა;
  • დამზღვევის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა;
  • მხარეთა წინასწარი წერილობითი შეთანხმება;
  • დაზღვეული შინაური ცხოველის გასხვისება.

 

ხეშეკრულებაში გაწერილია ზარალის ანაზღაურების სქემები, ხოლო მხარეთა ვალდებულებებში ჩაშლილია ისეთი მუხლები, რომელიც აძლევს უფლებას კომპანიას უარი თქვას ზარალის ანაზღაურებაზე. ხელშეკრულებაში პირდაპირ არის გაწერილი, რომ თუ დამზღვევი არ მიჰყვება იმ ინსტრუქციებს და რჩევებს, რომელიც მიიღო ვეტერინარისგან, შინაური ცხოველის წინა მფლობელისგან, ან სხვა კომპეტენტური პირისგან ზარალი არ ანაზღაურდება. თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, ვინ განსაზღვრავს იმას, მიჰყვა თუ არა ინსტრუქციებს სწორად მეპატრონე. იქნებ ეს მუხლი მხოლოდ იმიტომ არის, რომ არ მოხდეს ზარალის ანაზღაურება. ასევე, დამზღვევი ვალდებულია წინასწარვე შეატყობინოს ზარალის დადგომის შესახებ მესამე პირის მიმართ და თუ ასეთი შეტყობინება არ მოხდა თავიდანვე და მოლაპარაკება აწარმოა საკუთარი ინიციატივით, მზღვეველს აქვს უფლება უარი განაცხადოს ზარალის ანაზღაურებაზე. 

 

კვლევის მიზანია გავარკვიოთ, თუ რატომ არის შინაური ცხოველების დაზღვევა ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადი, რა მიზეზები განაპირობებენ შინაური ცხოველების დაზღვევის ნაკლებად განვითარებას საქართველოში. 

 

მეთოდოლოგია

 

კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია შინაური ცხოველების დაზღვევის საკითხებზე არსებული ლიტერატურა, მათ შორის სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, პუბლიკაციები, ასევე პერიოდული ბეჭდვითი გამოცემების სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები. 

 

კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კვლევას. თვისობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელთა  სიღრმისეული ინტერვიუერება. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხება დაზღვეული შინაური ცხოველების მეპატრონეები. 

 

შედეგები, დისკუსია

 

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა შინაური ცხოველების მეპატრონეების გამოკითხვა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 50 პირმა. კითხვები ეხებოდა რესპოდენთა ინფორმირებულობას შინაური ცხოველების დაზღვევის შესახებ, სარგებლობდნენ თუ არა შინაური ცხოველების სადაზღვევო პაკეტით, რამდენად კმაყოფილები იყვნენ დაზღვევით.

 

  გამოკითხულთაგან 36 პირმა (72%) საერთოდ არაფერი იცოდა შინაური ცხოველების დაზღვევაზე. 14 პირს (28%) ჰქონდა მიღებული ინფორმაცია შინაური ცხოველების დაზღვევაზე. 14 პირიდან 8 პირისათვის სადაზღვევო პაკეტის ღირებულება წარმოადგენდა ძვირადღირებულს, ასევე არ აკმაყოფილებდა ის შემოთავაზებები, რასაც მათ მზღვეველი სთავაზობდა. მხოლოდ 6 რესპოდენტს ჰქონდა სურვილი დაეზღვია თავისი შინაური ცხოველი. ასევე ყველა მეპატრონე აღნიშნავდა, რომ მათი ძაღლები/კატები რეგისტრირებულნი იყვნენ ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც უტარდებოდათ აცრები გამოკვლევები საჭიროებისამებრ. შესაბამისად, ისინი თვლიან, რომ დაზღვევა ფულის ფუჭი გადაყრაა და საკუთარ ცხოველს თავად უფრო კარგად  მოუვლიდა. 

 

თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთა გამოკითხვა. მათი აზრით, სადაზღვევო კომპანია ალდაგმა  ჩაატარა არაერთი აქცია შინაური ცხოველების დაზღვევის ახალი პროდუქტის პროპაგანდისთვის, თუმცაღა ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პოპულარობა მოეტანა  პროდუქტისთვის.  მართალია, პროდუქტის გაყიდვა დაიწყო ბაზარზე, სადაზღვევო შემთხვევებიც დადგა და სადაზღვევო კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ანაზღაურების  საკითხიც, თუმცა მაინც ვერ განხორციელდა საკამრისი გაყოდვები. იმისათვის რომ პროდუქტის გაყიდვა გაგრძელებულიყო, გამოჩნდა უამრავი  ხარვეზი, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ დღეისათვის სადაზღვევო ბაზარზე გაყიდვაში აღარ არის შინაური ცხოველების დაზღვევა. 

 

ექსპერტთა აზრით, საქართველოში შინაური ცხოველების დაზღვევის ნაკლებად განვითარების ბევრი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი მიზეზია შინაური ცხოველების დაზღვევის კულტურის არარსებობა. ქვეყანაში სადაც  ადამიანს იმის საშუალებაც კი არააქვს, რომ საკუთარი ჯანმრთელობა დააზღვიოს, იქ უკვე შინაური ცხოველების დაზღვევაზე საუბარი ზედმეტია. როდესაც მოთხოვნა არ არის პროდუქტზე საკმარისი, იქ უკვე სადაზღვევო კომპანიც აღარ ცდილობს დახვეწოს პროდუქტი, გამოასწოროს შეცდომები და მაქსიმალურად კლიენტზე ორიენტირებული პროდუქტი შექმნას.

 

სადაზღვევო კომპანია „ალდაგ“-მა უკვე წელიწადზე მეტია რაც შეწყვიტა შიანური ცხოველების დაზღვევა. უკვე არსებულ პოლისებს კი კეთილსინდისიერად მოემსახურნენ სადაზღვევო პერიოდის ვადის ამოწურვამდე.

 

ბიბლიოგრაფია:

 

1.სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“-ს ვებ. გვერდი. შინაური ცხოველების დაზღვევა. http://www.aldagi.ge/ge/other-products#modal (4.04.2016)

2.საინფორმაციო  ვებ გვერდი „ამბები“ .  ალდაგიმ" ბაზარზე "შინაური ცხოველების დაზღვევა" გამოიტანაhttp://www.ambebi.ge/market/91117-qaldagimq-bazarze-qshinauri-ckhovelebis-dazghvevaq-gamoitana.html

Read 919 times