Thursday, 19 October 2017

სამოგზაურო დაზღვევა, სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ შემთხვევის განხილვა

 

ნიკა ომარაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი

 

შესავალი

 

სამოგზაურო დაზღვევა ერთ-ერთი გავრცელებული სადაზღვევო პროდუქტია. სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო დაზღვევის სხვადასხვა პირობები არსებობს. უმთავრესად იგი გულისხმობს უბედური შემთხვევის დადგომისას დაზღვეულისათვის კონკრეტული დროის განმავლობაში გადაუდებელი ამბულატორიული, სტაციონარული, სტომატოლოგიური ხარჯების ანაზღაურებას, რეპატრიაციის ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში თანმხლები პირის მგზავრობის ღირებულების ანაზრაურებას, ბარგის დაზღვევას.

 

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სამოგზაურო დაზღვევა გააჩნია 9 სადაზღვეო კომპანიას. სამოგზაურო დაზღვევის უნიკალურ პროდუქტს წარმოადგენს იუსტიციის სახლის მიერ შემოთავაზებული სერვისი. 

 

იუსტიციის სახლმა სამოგზაურო დაზღვევის განსახორციელებლად სადაზღვევო კომპანიის შესარჩევად გამოაცხადა საჯარო კონკურსი. კონკურსის პირობებში განისაზღვრა ის ძირითადი მოთხოვნები, რაც უნდა დაეკმაყოფილებინა სადაზღვევო კომპანიას, ასევე, განისაზღვრა იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიის გამოვლენა. კერძოდ:

 

1.იუსტიციის სახლის ფინანსური სარგებელი (ფიქსირებული პროცენტული საკომისიო გაყიდული პოლისების ჯამური სადაზღვევო პრემიიდან) - 30%;

2.სადაზღვევო პოლისის ღირებულება (უპირატესობა ენიჭება დაბალ ფასს) - 20%;

3.პროდუქტის თავსებადობა იუსტიციის სახლის პროცედურებთან - 25%;

4.სადაზღვევო პოლისის პირობები -15%;

5.სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით ანაზღაურებული ზარალი -10%.

 

იუსტიციის სახლმა, მოცემული კრიტერიუმის მიხედვით, შერჩევაში მონაწილე სადაზღვეო კომპანიების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და შესაბამისი მოთხოვნილი დოლკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე, გამარჯვებულად გამოავლინა შპს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონი’’ (1).

 

სადაზღვევო პაკეტი მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, ასევე ერთწლიან მულტიპოლისს. მისი შეძენა შეუძლიათ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც. დაზღვევის მისაღებად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი. 

 

სამოგზაურო დაზღვევით იფარება ის სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც შეიძლება დადგეს მოგზაურობისას. ძირითად დაფარვას წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს უბედურმა შემთხვევამ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარმა, მკვეთრმა გაუარესებამ. ასევე ითვალისწინებს ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაკავშირებულია დაზღვეულის  რეპატრიაციასთან მისი გარდაცვალების შემთხვევაში, თავმდგმურის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და სხვა. პოლისი ასევე ითვალისწინებს მოგზაურობისას შექმნილი არაკოფორტულ  სიტუაციებსაც: ბარგის დაკარგვის/ დაგვიანების დაზღვევა, ავიაბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა, პასპორტის დაკარგვის რისკის დაზღვევა (2).

 

მომხმარებელს, რომელიც იუსტიციის სახლში  1 წლიან მულტი პოლისს შეიძენს, საჩუქრად გადაეცემა 1 თვიანი კონსიერჟ ბარათი (მომსახურება მოგზაურთათვის ტურისტული, გასართობი, ბიზნეს ღონისძიებების რეზერვაცია).

 

პოლისით გათვალისწინებული ხარჯები ანაზღაურდება 50, 000 აშშ/ევრო ლიმიტის ფარგლებში. უნისონში დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერას ახორციელებს Europe Assistance. პოლისის ღირებულება დამოკიდებულია მის სახეზე. ერთჯერადი პოლისის ღირებულებაა 0,74 ლარი ერთი დღე, მრავალჯერადი პოლისის ღირებულებაა 65 ლარი (მაქსიმალური დღეების რაოდენობა 90 დღე) (2).

 

კვლევის მიზანია სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მაგალითზე გაირკვეს სამოგზაურო დაზღვევის პირობები, სერვისები, მომხმარებელთა კმაყოფილება, იუსტიციის სახლის მიერ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ შერჩევის პრიორიტეტულობის მიზეზები.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, პუბლიკაციები, სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა ბენეფიციართა გამოკითხვა ფეისბუკის ჯგუფი „6000 მოგზაური“-ს მეშვეობით. კვლევა ჩატარდა 2015 წლის ოქტომბერ-დეკემბერში.

 

შედეგები

იუსტიციის სახლის თანამშრომლების გამოკითხვით, დადგინდა, რომ გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 20 ოქტომბერს. აღნიშნული თარიღიდან 2016 წლის 18 იანვრის ჩათვლით, იუსტიციის სახლის ფილიალებში სამოგზაურო დაზღვევის სერვისით ისარგებლა 155-მა მოქალაქემ. 

 

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა გამოკითხვა. ამისათვის გამოყენებულ იქნა ფეისბუკის ჯგუფი „6000 მოგზაური“. ჯგუფში გაწევრიანებულია 3500-მდე პირი. გამოკითხვაში მონაწილეობა მიღო 500 ბენეფიციარმა. გამოკითხვის შედეგები წარმოდგენილია ცხრილის სახით.

 

ცხრილი: გამოკითხვის შედეგები

კითხვა

დიახ

%

არა

%

იცით თუ არა „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შესახებ?

112

22.4

388

77.6

იყენებთ თუ არა სამოგზაურო დაზღვევას?

254

50.8

246

49.2

იყენებთ თუ არა „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტს?

5

1

495

99

რამდენად კომფორტულია თქვენთვის „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის ყიდვა იუსტიციის სახლში? (კითხვა მათთვის ვინც სარგებლობს „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევით)

5

100

0

0

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბენეფიციარების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 22.4%-მა აღნიშნა რომ მათ იციან „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 1% იყენებს „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტს. ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობისათვის „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის პირობები კომფორტულია.

 

დასკვნა

 

კვლევამ გვაჩვენა, რომ  იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენას აქვს დადებითი მხარეები. კომპანია „უნისონი“ იუსტიციის სახლის მომხმარებელს სადაზღვევო პაკეტთან ერთად დამატებით სრვისებს სთავაზობს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და  თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა. ბენეფიციართა მიუხედავად ამისა, ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც გააჩნიათ „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი, კმაყოფილია მისი პირობებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შესახებ. შესაბამისად, საჭიროა „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის რეკლამირება, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ სადაზღვეო პოლისის შესახებ.

 

ბიბლიოგრაფია

 

1.სამოგზაურო დაზღვევა - ახალი სერვისი იუსტიციის სახლში. პირველი არხი. 20.10.2015. http://1tv.ge/ge/news/view/109457.html

2. სადაზღვევო კომპანია უნისონის ვებ გვერდი. http://unison.ge/index.php?run=home/product&product_id=23_3

 

 

Read 1033 times