Thursday, 19 October 2017

საყოველთაო ჯანდაცვა და სტუდენტები

 

თამარ ეპიტაშვილი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი

 

შესავალი

 

2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მოსარგებლენი არიან სტუდენტები. 2014 წლის პირველი იანვრიდან სტუდენტებზე სერვისების უზრუნველყოფას სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს (1).  

 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას იღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,  გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება პროგრამის პირობებს. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება.

 

პირველ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა. 2013 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი დაიწყო. საყოველთაო დაზღვევის პაკეტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაფართოვდა, გადაუდებელ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებას გეგმური ქირურგიული ოპერაციები, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დაემატა. ასევე პროგრამის ფარგლებში დაიწყო მშობიარობის ხარჯების დაფინანსებაც. ამასთანავე გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების სპექტრი. (2)

 

კვლევის მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ სტუდენტთა ინფორმირებულობის, სერვისების სარგებლობის სიხშირისა და გაწეული მომსახურებით კმაყოფილების შესწავლა.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები, პუბლიკაციები, სტატიები, ინტერნეტით მოძიებული მონაცემები, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, მთავრობის დადგენილებები. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შერჩევის ბაზის ხელმიუწვდომლობის გამო ოპტიმალურად იქნა მიჩნეული შემთხვევითი ხეტიალის მეთოდის გამოყენება. შერჩეული 180 სტუდენტიდან 150-მა (83.3%) სტუდენტმა განაცხადა თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, 30-მა (16.7%) უარი თქვა კვლევაში მონაწილეობაზე. 

 

იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

შედეგები

 

150 გამოკითხული სტუდენტებიდან 82 (54.7%) იყო ქალი და 68 (46.3%) მამაკაცი. გამოკითხული სტუდენტებიდან 18 წლამდე შეადგენდა 24%, 18-21 წლამდე - 41.3%, 21 წელზე მეტის - 37.7% (იხ. ცხრილი 1).

 

ცხრილი 1: გამოკითხული სტუდენტების ასაკობრივი განაწილება 

ასაკი

მამაკაცი

ქალი

სულ

18 წლამდე

11 (30.6%)

25 (69.4%)

36 (24%)

18-21

35 (56.5%)

27 (43.5%)

62 (41.2%)

21- ზევით

22 (42.3%)

30 (42.3%)

52 (34.7%)

 

გამოკითხულ სტუდენტთა 66%-ს შეადგენდნენ I-II კურსის სტუდენტები, ხოლო III- IV კურსის სტუდენტები - 34%-ს.

 

ცხრილი 2: გამოკითხული სტუდენტების კურსების მიხედვით განაწილება 

კურსი

მამაკაცი

ქალი

სულ

I-II კურსი

37

62

99 (66%)

III-IV კურსი

31

20

51 (34%)

სულ

68 (46.3%)

82 (57.4%)

150 (100%)

 

სტუდენტთა 17% საერთოდ არ ფლობს საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციას, 69% ფლობს არასრულ ინფორმაციას, ხოლო რესპოდენტთა მხოლოდ 14%-ს გააჩნდა სრული ინფორმაცია.

 

კითხვაზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით თუ რამდენჯერ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, სტუდენტთა 64% საერთოდ არ მიმართავს ექიმს, იშვიათად მიმართავს 17.3%, წელიწადში რამდენჯერმე - 10.7%, ხოლო ხშირად - 8% (იხ. ცხრილი 3).

 

ცხრილი 3: სტუდენტების ექიმთან მიმართვიანობა 

 

საერთოდ არ მიმართავს

იშვიათად

წელიწადში რამდენჯერმე

ხშირად

სულ

მამაკაცი

35

12

9

12

68

ქალი

61

14

7

0

82

 

96 (64%)

26 (17.3%)

16 (10.7%)

12 (8%)

150

გამოკითხული სტუდენტების 32%-ს უსარგებლია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მათგან 66% არის კმაყოფილი მომსახურებით, 4%-მა შეიკავა პასუხისგან თავი, გამოკითხულთა 11% არის უკმაყოფილო, ხოლო 19% ნაწილობრივ კმაყოფილი.

 

დასკვნა

 

კვლევამ აჩვენა, რომ დაბალია სტუდენტთა ინფორმირებულობის დონე. სტუდენტთა უმრავლესობას არ გააჩნია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხოლო ვინც იცის მისი არსებობის შესახებ, ისიც არ ფლობს სრულ ინფორმაციას. სტუდენტების უმრავლესობა არ იყენებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. თუმცა ვინც იყენებს, უმეტესი ნაწილი კმაყოფილია მომსახურებით.

 

როგორც ვხედავთ, უმთავრესი პრობლემა სტუდენტთა არაინფორმირებულობაშია. მიზანშეწონილია სტუდენტთა ინფორმირებულობის ამაღლება სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების შესახებ, რათა მათ გაიგონ ამ პროგრამით მოცული სერვისების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში სწორად იმოქმედონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

ლიტერატურა:

 

1.ტაკიძე მარიამ. სტუდენტური დაზღვევა - ვის, როდის და როგორ შეუძლია სარგებლობა? ვებჟურნალი „თავისუფალი ასოციაცია“. 05.07. 2014

http://www.tavisupali.ge/sazogadoeba/1830-studenturi-dazghveva-vis-rodis-da-rogor-sheudzlia-sargebloba.html?lang=ka-GE

2. თეონა აბსანძე. საქართველოს საყოველთაო დაზღვევა.  ,,Fორბეს Gეორგია’’. 13.05.2014

http://forbes.ge/news/318/saqarTvelos-sayovelTao-dazRveva

2.      3. საყოველთაო ჯანდაცვა - მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნივერსალური ხელმისაწვდომობისაკენ. ჟურნალი – ქართული პოლიტიკა.  06.06.2015

http://www.georgianpolitics.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98/

4. სოციალური მომსახურების სააგენტო - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა

 

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=21

Read 993 times