Saturday, 16 December 2017

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა კმაყოფილების კვლევა

 

 თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი

  

ლელა ბულისკერია - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


შესავალი

სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორია სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის კმაყოფილების შეფასება. სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილება მრავალ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რომელთაგან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოცვა წინასწარი გადახდის სქემებით, როგორც სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით, ასევე სადაზღვევო პროგრამებით. 

2013 წლის 28 თებერვლიდან საქართველოში ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა (9). პროგრამის მიზანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის (2 300 000 ბენეფიციარი) სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფის შექმნა (10). 

2014 წ. აპრილის მონაცემებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია საბაზისო სამედიცინო მომსახურებით საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა თუ სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამებით, მათ შორის დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანი მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, 560 ათასი ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, ხოლო 546 ათასამდე პირს აქვს კერძო ან კორპორატიული დაზღვევა (11). ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 365 მლნ ლარიდან 634 მლნ ლარამდე გაიზარდა (11).

პროგრამით გათვალისწინებულია გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება,  გადაუდებელი სტაციონალური მკურნალობა, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი) და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.

ცხადია, დაუზღვეველი მოსახლეობის ჩართვა სახელმწიფო პროგრამაში დადებითად იმოქმედებს საჭირო სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, და შესაბამისად კმაყოფილებაზე. კვლევის მიზანია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის კმაყოფილების შესწავლა. 

 

მეთოდოლოგია

კვლევის მეთოდოლოგიურსაფუძველია საყოველთაო ჯანმრთელობის  დაცვის სახელმწიფო პროგრამისსაკითხებზე არსებული ლიტერატურა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პაციენტების, ან მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით. კვლევაში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუ ჩატარდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით.

კვლევის შეზღუდვად მივიჩნევთ მხოლოდ თბილისის კარდიოლოგიურიპროფილისსამედიცინოდაწესებულების ბენეფიციარების შერჩევას, ნაკლები დანახარჯების და მოკლე დროში გამოკითხვის ჩატარების შესაძლებლობის გამო.

 

კვლევის შედეგები

კვლევისათვის შეირჩა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 100 ბენეფიციარი, რომლებსაც სამედიცინო მომსახურება გაეწიათ აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში. მათგან 2-მა უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, შესაბამისად, გამოკითხვა ჩატარდა 98 პაციენტთან. გამოკითხულთაგან ქალი შეადგენდა 33.7%-ს, კაცი 66.3%-ს. მოცემულ პერიოდში 36 წლამდე არცერთი პაციენტი არ ღებულობდა სამედიცინო დახმარებას. პაციენტებს შორის ყველაზე მეტს შეადგენდნენ 65 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარები - 52%, შემდეგ 61-65 ასაკის პაციენტები - 17.3%, 56-60 ასაკის - 16.3%, 46-55 ასაკის - 10.2% ხოლო 36-45 ასაკის 4%.

 

ცხრილი 1: რესპოდენტთა ასაკობრივ სქესობრივი განაწილება

 

 

< 36

36-45

%

46-55

%

56-60

%

61-65

%

> 65

%

სულ

%

ქალი

0

0

0

4

40

2

12.5

5

29.4

22

43.1

33

33.7

კაცი

0

4

100

6

60

14

87.5

12

70.6

29

56.9

65

66.3

სულ

0

4

100

10

100

16

100

17

100

51

100

98

100

 

ინტერვიუს დასაწყისში, რესპოდენტებს უნდა დაესახელებინათ თუ  საიდან შეიტყვეს რომ სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. როგორც შედეგებიდან ირკვევა, რესპოდენტთა უმრავლესობამ ზოგადად იცის, რომ ყველა სარგებლობს ამ პროგრამით (55.1%), შედარებით მცირე ნაწილმა ამის შესახებ შეიტყო კლინიკაში, მაშინ როდესაც დასჭირდა მომსახურების მიღება (19.4%), ან თავად გადაამოწმა მონაცემები ცხელი ხაზის მეშვეობით (1%). რესპოდენტთა 24.5%-ის აზრით, მათ შეიტყვეს სხვა საშუალებებით: სახლში მიღებული ბუკლეტიდან, სააგენტოდან, ტელევიზიით, პოლიკლინიკაში მიმართვით. ამოკითხულთა უმრავლესობამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ისარგებლა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისგადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებით (76.5%), ხოლო შედარებით მცირე ნაწილმა გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურებით (23.5%).

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება მიღებულიგეგმიური მომსახურებით ძალიან მაღალია. როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს,100%-მა განაცხადა, რომკმაყოფილია ან ძალიან კმაყოფილია მიღებული მომსახურებით. გამოკითხულთა 95% უპირატესობას ანიჭებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, კერძო დაზღვევას უპირატესობა მიანიჭა მხოლოდ 4%-მა.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამ გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურებაზე მათი ფინანსური ხელმისაწვდომობა (97%). გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღების შემდეგ უფრო ხშირად სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, ვიდრე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამდე (85.7%), მხოლოდ 14% აღნიშნა, რომ იგივე სიხშირით სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამდე, ასევე შემოღების შემდგომ.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (59.2%) არ იცის ვის უნდა მიმართოიმ შემთხვევაში, თუ ექნება რაიმე პრობლემასამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით. რესპოდენტთა 40.8%-ის აზრით მათ იციან თუ ვის უნდა მიმართონ და ასახელებენ შემდეგ სუბიექტებს: ჯანდაცვის სამინისტრო, ცხელი ხაზი, ქალაქის მერია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საავადმყოფო, უბნის ექიმი, სოციალური მომსახურების სააგენტო.

გამოკითხულ პაციენტთაგან, რომლებმაც მიიღესჰოსპიტალური მომსახურება,59.2%-მააღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა ძალიან ოპერატიულად, ოპერატიულად - 31.6%-მა, პასუხის გაცემა გაუჭირდა 19.4%-ს.

გამოკითხულ პაციენტთა გარკვეული ნაწილი (20.4%) აგრძელებდა სტაციონარში მკურნალობას და მათთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით რამდენი პროცენტით დაფინანსდებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები. რესპოდენტთა თითქმის ნახევარს (46.9%) სამედიცინო მომსახურების ხარჯები დაუფინანსდა 70 %-ით. სრულად დაუფინანსდა 20.4%-ს, ხოლო 12.2%-მააღნიშნა, რომ სამედიცინო მომსახურების ხარჯები დაუფინანსდა 90 %-ით.

გამოკითხულ პაციენტთაგან, რომლებმაც მიიღესგეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება, 53%-მააღნიშნა, რომ მათ მიერ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ინფორმაციის მოწოდება მოხდა ძალიან ოპერატიულად, ოპერატიულად - 42%-მა. დროის პერიოდი, თუ რა ვადაში მიეწოდათ ინფორმაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსებაზე, მერყეობს 2 კვირიდან 5 კვირამდე.

გამოკითხულთა მეტი ნაწილის (67%) აზრით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, სასურველია სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტების, გეგმიური სამედიცინო მომსახურების მოცულობის გაფართოება, დაბალშემოსავლიანი და უმუშევარი ადამიანების სრულად დაფინანსება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, სამედიცინო მომსახურების მიღებისას ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ოპერატიულობა.

 

დისკუსია, ინტერპრეტაცია

 

რესპოდენტთა უმრავლესობამ იცის საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. თუმცა, რესპოდენტთა არცთუ მცირე ნაწილმა ამის შესახებ შეიტყო კლინიკაში, მაშინ როდესაც დასჭირდა მომსახურების მიღება (19.4%). აქვე აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა თითქმის ნახევარზე მეტმა არ იცის თუ ვის უნდა მიმართოიმ შემთხვევაში, თუ ექნება რაიმე პრობლემასამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული გვიჩვენებს, რომ საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამ გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსურხელმისაწვდომობა. შედეგად ისინი უფრო ხშირად სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, ვიდრე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამდე.

გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, ვიდრე კერძო სამედიცინო დაზღვევას. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ოპერატიულად ხდება წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების შესახებ მათთვის ინფორმაციის მოწოდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგ სვო კმპს ი ალანება აქს საავადმყოფოების რთ, რაც გავლენას ახდენს სადაზღვევო კომპანიებზე, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნეგატიურ განწყობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც ოლიკიკების ასევე საავადმყოფოების აბსოლური უესა დებსებიალური ააგესთნ ურა იშნავს, რანხების იღეი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ივებია ა მათ ვიურდ ეწთ ლი, შეფეხეებისშე.

აგრეთვე მცირეა დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მიეწოდათ ინფორმაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების დაფინანსებაზე. შესაბამისად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება მიღებული სამედიცინო მომსახურებით ძალიან მაღალია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსახლეობის ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ქრონიკული ავადმყოფები, დაბალშემოსავლიანი და უმუშევარი პირები, მოითხოვენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილებას, კერძოდ, სამედიცინო მომსახურების სრულად დაფინანსებას, მათ შორის მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების გაფართოებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკის უმთავრესი მიზანიჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება, იგი ყველაზე მეტად ეხება მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, ქრონიკულ ავადმყოფებს. ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება კი მიიღწევა მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის ფინანსური დაცვის გაზრდით. ამ თვალსაზრისით,სახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს მაღალრისკიანი ბენეფიციარებზე, რომელთაც ამ დახმარების გარეშე სიღარიბე ემუქრებათ. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის გაფართოება.

 

დასკვნა, რეკომენდაციები

ოჯანვის ოგის ლეშიულ ია მთეი ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც გაზარდა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დადებითი მხარეებთან ერთად იშვლოია შემდეგი პრობლემების გადაწყვეტა: საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება. მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე კატასტროფული ხარჯებისაგან ფინანსური დაცვის გაზრდის მიზნითსახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს მაღალრისკიანი ბენეფიციარებზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სახელმწიფოპროგრამის გაფართოება.

 

 

Beneficiary Satisfaction with Universal Healthcare Program

Tengiz Verulava, Lela Buliskeria

 

 

Introduction: State public healthcare program was initiated in republic of Georgia in 2013. The goal of this program is to provide financial security in terms of medical services accessibility for population which doesn’t possess health insurance package. Research objective is to study state public healthcare program beneficiaries’ satisfaction level with received medical services. Methodology: Quantitative analysis based beneficiary survey was carried out with use of dedicated structured questionnaires. Results, interpretation: General satisfaction with received medical services is very high among public healthcare program beneficiaries. According to majority of respondents, participation in public healthcare program improved their financial and physical reach for medical services; therefore they tend to get medical services more often after the public healthcare program was implemented. Majority of respondents prefer public healthcare program to the private insurance. Majority of respondents is generally informed about public healthcare program. It must be emphasized that almost more than a half of respondents do not possess information about how to act in case if any need in medical services arises. According to high-risk involved and low income persons’ opinion, it is desired to increase the volume of medical services defined by public healthcare program. Conclusion, recommendations: It is advisable to spread more information regarding public healthcare program among population in order to increase the quality of medical services. Government financing must be mainly concentrated on high risk (chronicle patients, low-income persons) beneficiaries in order to provide financial protection to high-risk population in general. Therefore, it is reasonable to expand state program for above mentioned groups of population.

 

 

ბიბლიოგრაფია

 

1.                   ვერულავა, თენგიზ. უნივერსალიზმი და სელექტივიზმი - ჯანდაცვის ორი მიდგომა და საქართველო. ლიბერალი. 2014.

2.                   ვერულავა თენგიზ. დაზღვეულ პენსიონერთა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობატაბულა. 2013 წ.

3.                   გოგოლაშვილი, რუსუდან. სახელმწიფო დაზღვევის მქონე პირების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაერთიანება 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. ინტერპრესნიუსი. 2014.

4.                   ნატროშვილი ნინოხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ნეტგაზეთი. 28.05.2014http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/31939/

5.                   საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა: პრობლემები და რეკომენდაციები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. 2013.

6.                   საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა: ერთი წლის შედეგების შეფასება. საქართველოს მთავრობა. 2014.

7.                   პრესრელიზი საყოველთაო ჯანდაცვის ერთი წლის შედეგების შეფასება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აპრილი, 2014.

8.     საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. სოციალური მომსახურების სააგენტო, 2013.

http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=889(ნანახია 24.03.2014)

 9. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 36. საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ. თბილისი. 2013 წლის 21 თებერვალი. 

10. საქართველოს მთავრობის დადგენილება № 36. საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ. თბილისი. 2013 წლის 21 თებერვალი.

  11. პრესრელიზი საყოველთაო ჯანდაცვის ერთი წლის შედეგების შეფასება. ჯანდაცვის სამინისტრო, 2014

 


 დანართები:

 

ცხრილი 2: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. საიდან შეიტყვეთ რომ სარგებლობთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით?

 

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

საიდან შეიტყვეთ რომ სარგებლობთ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით?

თავად გადავამოწმე მონაცემები ცხელი ხაზის მეშვეობით

 

 

 

 

 

1

(7.1)

0

 

 

 

 

1

(1.5)

1

 

1

შევიტყვე კლინიკაში - მაშინ როდესაც დამჭირდა მომსახურების მიღება

 

2

(50)

2

(50)

1

(16.7)

0

3

(21.4)

1

(20)

1

(8.3)

4

(18.2)

5

(17.2)

7

(21.2)

12

(18.5)

19

 

19.4

ზოგადად ვიცი რომ ყველა სარგებლობს ამ პროგრამით;

 

2

(50)

2

(50)

3

(50)

1

(50)

8

(57.1)

3

(60)

8

(66.7)

12

(54.5)

15

(51.7)

18

(54.5)

36

(55.4)

54

 

55.1

სხვა, ტელევიზიით, პოლიკლინიკით, გაზეთით

 

 

 

2

(33.3)

1

(50)

2

(14.3)

1

(20)

3

(25)

6

(27.3)

9

(31)

8

(24.2)

16

(24.6)

24

 

24.5

ჯამი

 

4

4

6

2

14

4

12

22

29

33

65

98

100

  

ცხრილი 3: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისრა სერვისით ისარგებლეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში?

 

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისრა სერვისით ისარგებლეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში?

გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება

 

1

(25)

 

 

1

(50)

2

(14.3)

2

(40)

2

(16.7)

8

(36.4)

7

(24.1)

11

(33.3)

12

(18.5)

23

 

23.5

გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება

 

3

(75)

4

(100)

6

(100)

1

(50)

12

(85.7)

3

(60)

10

(83.3)

14

(63.6)

22

(75.9)

22

(66.7)

53

(81.5)

75

76.5

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

 

ცხრილი 4: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. რამდენად კმაყოფილი ხართ გაწეული მომსახურებით?

 

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

რამდენად კმაყოფილი ხართ გაწეული მომსახურებით?

ძალიან კმაყოფილი ვარ

 

4

4

6

2

14

4

11

22

29

32

64

96

98%

კმაყოფილი ვარ

 

 

 

 

 

 

1

1

 

 

1

1

2

2%

საშუალო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უკმაყოფილო ვარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ძალიან უკმაყოფილო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

32

64

98

100

 

ცხრილი 5: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. რომელს უფრო მიანიჭებთ უპირატესობას - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თუ კერძო დაზღვევას?

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

რომელს უფრო მიანიჭებთ უპირატესობას - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თუ კერძო დაზღვევას?

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

 

4

4

6

2

14

5

10

20

27

31

62

93

95

კერძო დაზღვევა

 

 

 

 

 

 

 

1

2

1

2

2

4

4

მიჭირს პასუხის გაცემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

0

1

1

1

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

11

22

29

33

65

98

100

                               

 

ცხრილი 6: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. თვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვამ გააუმჯობესა თქვენიფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე?

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

თვლით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვამ გააუმჯობესა თქვენიფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე?

დიახ

 

4

4

6

2

14

5

10

21

28

32

63

95

97

არა

 

 

 

 

 

 

 

1

1

1

1

2

3

3

ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

33

65

98

100

                               

  

ცხრილი 7: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. ახლა უფრო ხშირად სარგებლობთ სამედიცინო მომსახურებით, ვიდრე 2წლის წინ?

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

ახლა უფრო ხშირად სარგებლობთ სამედიცინო მომსახურებით, ვიდრე 2წლის წინ?

ახლა

 

4

3

5

1

14

4

11

19

23

27

57

84

85.7

2 წლის წინ

 

0

0

0

0

0

0

0

0

0

0

0

0

0

თანაბრად, იგივე სიხშირით

 

 

1

1

1

 

1

1

3

6

6

8

14

14.3

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

                               

 

ცხრილი 8: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. იცით ვის უნდა მიმართოთ თუ გექნებათ პრობლემასამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით?

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

იცით ვის უნდა მიმართოთ თუ გექნებათ პრობლემასამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით?

დიახ

 

2

 

4

1

6

2

5

8

12

11

29

40

40.8

არა

 

2

4

2

1

8

3

7

14

17

22

36

58

59.2

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

                               

  

ცხრილი 9: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. ჰოსპიტალური მომსახურების მიღებისას რამდენად ოპერატიულად მოხდა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება?

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

ჰოსპიტალური მომსახურების მიღებისას რამდენად ოპერატიულად მოხდა წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და გადაწყვეტილების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოწოდება?

ძალიან პერატიულად;

 

2

2

3

2

8

3

9

11

8

18

40

58

59.2

ოპერატიულად

 

2

1

2

 

2

1

2

6

15

8

23

31

31.6

გარკვეული დაგვიანებით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი დაგვიანებით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არ ვიცი/არ მაქვს პასუხი

 

 

1

1

 

4

1

1

5

6

7

12

19

19.4

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

                               

 

ცხრილი 10: ცხრილი: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები. სრულად დაგიფინანსდათ თუ არა სამედიცინო მომსახურების ხარჯები?

 

ასაკი

36-45

46-55

56-60

61-65

> 65

სულ

 

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ქალი

კაცი

ჯამი

%

რაოდენობა

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

სრულად დაგიფინანსდათ თუ არა სამედიცინო მომსახურების ხარჯები?

დიახ

 

1

 

1

 

2

 

1

7

8

7

13

20

20.4

70 %-ით

 

2

1

2

2

6

4

9

11

9

18

28

46

46.9

90%

 

1

1

2

 

 

1

 

 

7

2

10

12

12.2

არ მაქვს პასუხი

 

 

2

1

 

6

 

2

4

5

6

14

20

20.4

ჯამი

 

4

4

6

2

14

5

12

22

29

33

65

98

100

Read 1473 times