Saturday, 16 December 2017

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში

 

 

თენგიზ ვერულავა, ბექა ტაბატაძე, ნინო გეგენავა, გიორგი ელიზბარაშვილი

 

შესავალი

საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას ბაზრის უმნიშვნელო ნაწილი უკავია. ამავე დროს, სახელმწიფო საპენსიო სისტემით არსებული საპენსიო განაკვეთები, ბოლო წლებში პენსიის ოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, კვლავაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, რომელიც 2012 წლის იანვრის მდგომარეობით საშუალო მომხმარებელზე 139,3 ლარს შეადგენს. პენსიის ოდენობა კი 67 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის 110 ლარს შეადგენდა. მიუხედავად სახელმწიფოს მზარდი სოციალური ვალდებულებებისა, პენსიონერთათვის გასაცემი პენსიები საკმაოდ მწირია. თავის მხრივ ასეთი სახით  საპენსიო სისტემა ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს (საყევარიშვილი რევაზ, 2010).აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტის როლის ზრდა.

  

გარდა სახელმწიფო საპენსიო სისტემისა, საქართველოში უკვე მერამდენე წელია არსებობს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის სისტემები. არასახელმწიფო საპენსიო სისტემაში მოქმედებს დაგროვების პრინციპი. ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სტაბილური შემოსავლის არსებობას.

 

საპენსიო ფონდის მონაწილე მთელი შრომითი საქმიანობის პერიოდში აკეთებს შენატანებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე. მისი პენსიის ოდენობა საპენსიო ასაკის მიღწევისას დაგროვილი თანხის ოდენობით განისაზღვრება. იგი თავად განსაზღვრავს გადახდის ფორმას, ვადებს, თანხებს, ასევე შესაძლებლობა აქვს თავად ადევნოს თვალი საკუთარი საპენსიო დანაგროვის ფორმირების პროცესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია ქვეყანაში არსებული არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, მის წინაშემდგარი პრობლემების შესწავლა. ნაშრომის მიზანია საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო სისტემის განვითარების ტენდენციების კვლევა, მისი ძირითადი თავისებურებების გამოვლენა. არასახელმწიფო საპენსიო სისტემის მდგომარეობის შესწავლა საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავაანალიზოთ არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რაც გაზრდის არასახელმწიფო საპენსიო სქემების როლს.

 

მეთოდოლოგია

 

კვლევისათვის გამოყენებულ იქნა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის საკითხებზე პირველადი და მეორადი ინფორმაციის შესწავლის და დამუშავების მეთოდი. წყაროებს წარმოადგენდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე საინფორმაციო-სტატისტიკური მასალები (საქსტატის, შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის დაცვის სამინისტროს და მოქმედი კერძო საპენსიო კომპანიების ბაზები), სხვადასხვა ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები და პუბლიკაციები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებისმიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

 

შედეგები

 

საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევა 2001 წლიდან თარიღდება. პირველი კერძო საპენსიო ორგანიზაცია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას კერძო საპენსიო დაზღვევა არის ჯიპიაი ჰოლდინგი (ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ გვერდი). დაარსების დღიდან, ანუ 2001 წლიდან, კომპანიისათვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საპენსიო დაზღვევის განვითარება.

 

საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის პროდუქტს მოსახლეობას მხოლოდ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია სთავაზობს. 2013 წლისმონაცემებით საქართველოში მოქმედი 14სადაზღვევო კომპანიიდან (საქართველოს ეროვნული ბანკი) საპენსიო დაზღვევა გააჩნდა შემდეგ კომპანიებს: ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი (2013 წლამდე კერძო საპენსიო დაზღვევას აგრეთვე ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია იმედი ელინტერნეიშენალი - იხ. კომპანიის ვებ. გვერდი)შესაბამისად, საპენსიო დაზღვევის შესახებგანვიხილავთ აღნიშნული კომპანიების მონაცემებით

  

ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი 64 წლიდან. მომხმარებელს არ აქვს უფლება ამ ასაკზე უფრო ადრე დაინიშნოს პენსია, თუმცა აქვთ შესაძლებლობა პენსიის დანიშვნის ვადა გადაწიოს, მაგალითად, პენსია მიიღოს არა 64 წლიდან, არამედ 68 წლის ასაკიდან.

 

2012 წლის მდგომარეობით საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემით დაზღვეულთა რაოდენობა შეადგენდა 17 935 პირს (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2012). ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო სქემაში გაწევრიანებული11 464 ადამიანი (ჯიპიაიჰოლდინგის ვებ. გვერდი). ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემაში დაზღვეული იყო 6471 პირი (ალდაგი ბისიაი-ს ვებ გვერდი). სქემის მონაწილეები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები.

  

სადაზღვევო კომპანიების საპენსიო ფონდი ყოველწლიურად იზრდება. 2011 წელს ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო ფონდმა 2 856 973 ლარი შეადგინა, შედარებისათვის, სამი წლით ადრე იგი შეადგენდა 2 313 890 ლარს (ჯიპიაიჰოლდინგის ვებ. გვერდი). საპენსიო ფონდის წინა სამი წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  

ცხრილი 1: ჯიპი აი ჰოლდინგის საპენსიო ფონდის მონაცემები, 2008-2011 წ.

 

წყარო: ჯიპიაი ჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი.

 

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისადა უზრუნველყოფის შესახებ“ თავი II, მუხლი 5-ის მიხედვით, არასახელმწიფო პენსიის სახეებია:

 

ა) მუდმივი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს პენსიის გაცემისდაწყებიდან გარდაცვალებამდე;

ბ) განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირსარანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.

 

მუდმივი პენსია არის ინდივიდუალური ან ერთობლივი. ინდივიდუალურიპენსია მონაწილეს ერიცხება და ეძლევა გარდაცვალებამდე. პენსიის დარიცხვა დაგაცემა წყდება მონაწილის გარდაცვალებისთანავე.

  

ერთობლივი პენსია მიეცემასაპენსიო სქემის წევრ მეუღლეებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე.ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში ამ პენსიის ნახევარი მიეცემამეორე მეუღლეს. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ ყოფილ მეუღლეს უფლებააქვს მიიღოს ერთობლივი პენსიის ნახევარი.ერთობლივი პენსიის შესახებ მეუღლეთა შორის წამოჭრილი დავაგანიხილება სასამართლოს მიერ.

 

განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია მონაწილის გარდაცვალებისშემთხვევაში საპენსიო უზრუნველყოფის ვადის დამთავრებამდე მიეცემა მისმემკვიდრეებს.

 

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობს საპენსიო ასაკის მიღწევისას ორივე სახის პენსიას: უვადო (მუდმივ) პენსიას და განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსიას.  

 

ჯი-პი-აი ჰოლდინგი მომხმარებელს სთავაზობს პენსიის ორი სახეობას: უვადო ან ვადიანი პენსია,რომელიც შეუძლია აირჩიოს საპენსიო ასაკის დადგომასთან ერთად.

  

·         ვადიანი პენსიის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელს დაენიშნება პენსია 5-იდან 10 წლის განმავლობაში.საპენსიო დანაგროვი შესაბამისად გადანაწილდება. 

 

·         უვადო პენსიის არჩევისას მომხმარებელს პენსია დაენიშნება პენსიაზე გასვლიდან სიცოცხლის ბოლომდე.ამ შემთხვევაშიც დანაგროვი გადანაწილდება შესაბამისად.

 

ალდაგი ბი-სი-აი მომხმარებელს სთავაზობს პენსიის სამ სახეობას:

 

·      ვადიანი პენსია - მომხმარებელი პენსიას იღებს პენსიაზე გასვლიდან იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მისი სურვილი იქნება;

·      მუდმივი პენსია - მომხმარებელი პენსიას იღებს პენსიაზე გასვლიდან სიცოცხლის ბოლომდე;

·      ერთჯერადი პენსია - მომხმარებელი პენსიაზე გასვლისას იღებს ერთჯერადად საპენსიო დანაგროვის რაღაც ნაწილს და დანარჩენს კი მუდმივი ან ვადიანი პენსიის სახით.

 

ალდაგი ბი-სი-აის საპენსიო ფონდში გასაწევრიანებლად მომხმარებელმარამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. თავდაპირველად იგი ავსებსსაპენსიო დაზღვევის კითხვარ, აფორმებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც გაიხსნება პირადი საპენსიო ანგარიში.ამის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მომხმარებელი მიიღებს საპენსიო ფონდის მონაწილის ბარათს.

 

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისადა უზრუნველყოფის შესახებ“ თავი II, მუხლი 6-ის მიხედვით, პენსია მონაწილეს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ განცხადების წარდგენიდან ერთი თვისგანმავლობაში ანდა საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მან ნაწილობრივ ან მთლიანადდაკარგა შრომის უნარი. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღების დრო.

 

საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისადა უზრუნველყოფის შესახებ“ თავი III, მუხლი 7-ის „საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირება, ხარჯვა და შეფასება“ მიხედვით,საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებლის მიერ თავისი მონაწილისსასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომლებიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიოშენატანებისა და საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის (საინვესტიციო საქმიანობის) შედეგად მიღებული მოგების ან ზარალის გათვალისწინებით. მუდმივი პენსიების გაცემის მიზნით დამფუძნებელი აქტუარული გაანგარიშების საფუძველზე ქმნის მუდმივი პენსიების გასაცემ ფონდს, რომელშიცჩაირიცხება მონაწილის საპენსიო დანაგროვის ფონდის გაანგარიშებული ოდენობისთანხები პენსიის გაცემის დაწყების წინ, უკანასკნელი კვარტალის მონაცემების მიხედვით.

 

ჯი-პი-აი ჰოლდინგის კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანების შემთხვევაში მომხმარებელი სარგებლობს შემდეგი მომსახურებებით:

 

  •  ეხსნება პირადი საპენსიო ანგარიში, სადაც დაგროვება მიმდინარეობს მომხმარებლის მიერ ამორჩეულ ვალუტაში, ლარში ან დოლარში;
  •  შენატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 10 ლარს. შენატანების განხორციელება ხდება ნებისმიერი პერიოდულობით: ყოველთვიურად, ყოველკვარტლურად, ყოველწლიურად და ა.შ.;
  •  მომხმარებლის საპენსიო ფონდი მუდმივად მუშაობს და ერიცხება სარგებელი ყოველწლიურად, პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი;
  •  საპენსიო ასაკისთვის მომხმარებელს ექნება საპენსიო დანაგროვი, რომელიც საშუალებას მისცემს ჰქონდეს უზრუნველყოფილი და მატერიალურად დამოუკიდებელი სიბერე.

 

მომხმარებლის მიერ შემოტანილი თანხებიგანთავსდება საინვესტიციო პორტფელში, რომლის ამონაგები წინასწარ არაა ცნობილი და რომელიც შეიძლება იყოს საბანკო საპროცენტო განაკვეთზე მაღალი. მომხმარებლისმიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები და მასზე დარიცხული საინვესტიციო მოგება მთლიანად აკუმულირდება მისპირად საპენსიო ანგარიშზემაგალითად, 2011 წლისათვის ჯი-პი-აი ჰოლდინგმა კლიენტის წლიურ დანაგროვს დარიცხა 9,3%.

  

ცხრილი: კლიენტის წლიურ დანაგროვზედარიცხული პროცენტი, 2006-2011 წ. ჯი-პი-აი ჰოლდინგი

 

წყარო: ჯიპიაიჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/ (13.04.2013)

 

აღსანიშნავია, რომ ჯი-პი-აი ჰოლდინგი მომხმარებელს სრულიად კომფორტულ პირობებს სთავაზობს საპენსიო ფონდის გახსნისათვის, მათ შორის ონლაინ დახმარებას, კერძოდ, მას შეუძლია საპენსიო დაზღვევის პოლისის შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად. მაგალითად, საპენსიო პოლისის შეკვეთისას მომხმარებელი გზავნის შესაბამის ინფორმაციას კომპანიის ვებ-საიტზე, ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქტს, მიუთითებს პიროვნულ ინიციალებს, მობილურის ნომერს, ელ-ფოსტას და მისამართს. ხოლო რაც შეეხება ონლაინ დახმარებას, აქ მომხმარებელი პირდაპირ უკავშირდება ერთ-ერთ რომელიმე ოპერატორს და უსვამს მისთვის საინტერესო კითხვას. ონლაინ ჩეთი ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში 10 საათიდან 18 საათამდე.

 

ასევე ჯი-პი-აი ჰოლდინგის ვებ-საიტზე მოცემულია ე.წ. კალკულატორი, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გამოიანგარიშოს ჯამური შემონატანი,  დანაგროვი პირად ანგარიშზე და პენსიის ოდენობა თვეში. მაგალითად, თუ მომხმარებელი მიუთითებს პირველად შენატანს 10 ლარის ოდენობით და განიხილავს 5 - წლიან ვადიან საპენსიო დაზღვევას, დანაგროვი პირად ანგარიშზე ექნება 678 ლარი, ხოლო პენსიის ოდენობა თვეში 17 ლარი.

  

ალდაგი ბი-სი-აის ვებ-საიტზე მომხმარებელს შეუძლია საპენსიო ანგარიშის შემოწმება. საკუთარი პენსიის მიმდინარე ანგარიშის გასაგებად იგი ავსებს ველებს (პირადი ნომერი, საპენსიო ანგარიშის ნომერი, სახელი, გვარი) და შევსებულ ინფორმაციას გზავნის ელფოსტით.

 

დისკუსია, დასკვნები

 

კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვეო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ ორ სადაზღვევო კომპანიას (ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი) გააჩნია კერძო საპენსიო დაზღვევა, რაც მიგვანიშნებს, რო ეს ბიზნესი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სადაზღვეო კულტურაც ეხლა ვითარდება. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსახლეობის მხრიდან არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მცირე სტიმული შეინიშნება, რაც მის არასათანადო პოპულარიზაციაზე მიგვანიშნებს. ასეთი სადაზღვევო პროდუქტებისთვის საუკეთესო გამოსავალია კომპანიის მხრიდან მათში დიდი ინვესტირების ჩადება რაც მოხმარდება ამ პროდუქტის რეკლამირებას, რათა ეს პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდის ტემპის მატებას. თუ კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპი გაიზრდება მაშინ ეს პროდუქტი მიმზიდველი გახდება სხვა კომპანიებსთვისაც და კონკურენციაც შესაბამისად გაიზრდება.

 

ბიბლიოგრაფია:

 

·         საყევარიშვილი რევაზ. საპენსიო რეფორმა. „ანალიტიკური ცენტრი ეკონომეტრი“. აგვისტო 2010.

·         სადაზღვევო კომპანია ჯიპიაიჰოლდინგის ვებ. გვერდი. საპენსიო ფონდი http://www.gpih.ge/gpih/pensionfund/ (13.04.2013)

·         საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოში ლიცენზირებული მზღვეველები. http://nbg.gov.ge/index.php?m=486 (13.04.2012)

·         სადაზღვევო კომპანია იმედი ელინტერნეიშენალის ვებ გვერდიhttp://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEOHYPERLINK "http://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=19"&HYPERLINK "http://www.imedi-l.com/index.php?lang_id=GEO&sec_id=19"sec_id=19 (13.04.2012)

·         საქართველოს ეროვნული ბანკი. არასახელმწიფო საპენსიო სქემების სტატისტიკური მაჩვენებლები. 2012 წ. http://nbg.gov.ge/index.php?m=493 (13.04.2012)

·       საქართველოს კანონის „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ http://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/dazghveva/______.pdf (13.04.2013)

·         სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი-ს ვებ გვერდი  http://www.aldagibci.ge/index.php?m=87 (13.04.2013)

 

აბსტრაქტი

 

შესავალი: მიუხედავად სახელმწიფოს მზარდი სოციალური ვალდებულებებისა, პენსიონერთათვის გასაცემი პენსიები საკმაოდ მწირია. თავის მხრივ ასეთი სახით  საპენსიო სისტემა ბევრ პრობლემას უქმნის საქართველოს ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს. აქედან გამოდინარე მნიშვნელოვანია არასახელმწიფო საპენსიო სისტემის, როგორც სოციალური დაცვის ერთ-ერთი ბერკეტის როლის ზრდა. კვლევის მიზანია საქართველოში არასახელმწიფო საპენსიო სისტემის განვითარების ტენდენციების კვლევა, მისი ძირითადი თავისებურებების გამოვლენა. მეთოდოლოგია: დასმული ამოცანების გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა დოკუმენტების ანალიზისა და მეორადი ინფორმაციის შესწავლის მეთოდი. შედეგები: კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზარი საქართველოში ხასიათდება დაბალი ზრდის ტემპით. დღევანდელ სადაზღვეო ბაზარზე მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან მხოლოდ ორ სადაზღვევო კომპანიას (ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი ბისიაი) გააჩნია კერძო საპენსიო დაზღვევამოსახლეობის მხრიდან არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მცირე სტიმული შეინიშნება. დისკუსია, დასკვნა: კერძო საპენსიო დაზღვევის ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშიამოსახლეობის არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევით ნაკლები დაინტერესება მის არასათანადო პოპულარიზაციაზე მიგვანიშნებს. ასეთი სადაზღვევო პროდუქტებისთვის საუკეთესო გამოსავალია კომპანიის მხრიდან მათში დიდი ინვესტირების ჩადება რაც მოხმარდება ამ პროდუქტის რეკლამირებას, რათა ეს პროდუქტი უფრო მიმზიდველი გახდეს მომხმარებლისთვის, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ამ პროდუქტის ბაზრის ზრდის ტემპის მატებასთუ კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზრის ზრდის ტემპი გაიზრდება მაშინ ეს პროდუქტი მიმზიდველი გახდება სხვა კომპანიებსთვისაც და კონკურენციაც შესაბამისად გაიზრდება.

 

Non-State Pension Insurance in Georgia

 

Tengiz Verulava, Beqa Tabatadze, Nino Gegenava, Giorgi Elizbarashvili

 

 Abstract

 

Introduction: Despite the growing social obligations, allowances and pensions of retirees are rather scarce. In turn, such pension system raises many problems for financial sustainability and development of prospects Georgia. Therefore it is important to non-state pension system, to increase its’ role as one of the main leverage of the social protection. The research aims to study the trends of the development of the private pension system in Georgia and to reveal its basic features.Methodology: Analysis of documents and secondary information were used as research method to solve the given objectives.Results: Private pension insurance market in Georgia is characterized by a low growth rate. In today's insurance market only two companies from 14 operating insurance companies (GPI Holding and Aldagi BCI) have a private pension insurance service. There is little incentive to possess a private (non-state) pension from the population.Discussion, conclusion: The private pension insurance business in Georgia is still in the process of formation. The lack of interest to non-state pension insurance indicates at its’ improper promotion among the population. The best outcome for such insurance products is that an insurance company should enlarge an investment, which will be used to advertise the product, to make the product more attractive to consumers. This in turn will lead to growth of this product in the market. If a private pension insurance market will increase the growth rate of this product, it will become more attractive to other competitive companies and could respectively increase competitiveness.

 

Keywords: Private pension insurance, Georgia

 
 
ციტირება: თენგიზ ვერულავა.„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში“. ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა, 1 (2015). 
Read 2552 times