Thursday, 19 October 2017

სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა"

 

ავტორებისათვის

 

     ავტორებმა სტატიის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

      სტატიის  გაფორმების   წესი  და   ტექსტის ფორმატი:

  • სტატიის ენა - ქართული;
  • სტატიის სრული ტექსტი ქართულ ენაზე და მისი მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე. 
  • სტატია მოგვაწოდეთ DOC (MS-Word), ODT, SXW(OpenOffice) ან RTF (Rich Text Format) ფაილის სახით.
  • რედაქტორის პარამეტრები Word Windows-ისთვის;
  • ფურცლის ზომა A4;
  • მინდორი: ზევით-ქვევით-მარჯვნივ - 2 სმ; მარცხნივ - 2,5 სმ.
  • შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Times New Roman
  • შრიფტის ზომა -12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი -1.5;
  • გვერდების რაოდენობა არ არის შეზღუდული.

     

სტატიის თავში მოათავსეთ შემდეგი ინფორმაცია:

 

  • მონაცემები ავტორის (თითოეული თანაავტორის) შესახებ:
  • ავტორის  (ავტორების) სახელი, გვარი ( შრიფტის ზომა  12);
  • სტატიის სახელწოდება (ცენტრირებული, Bold, შრიფტის ზომა 14);
  • მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (შრიფტის ზომა 12); ანოტაცია არ უნდა შეიცავდეს ციტატებს გამოყენებული ლიტერატურიდან და/ან ნახაზებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს.
  • საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა - სტატიის ენაზე (შრიფტის ზომა 12 );
  • სტატიის ძირითადი ნაწილი - (შრიფტის ზომა 12);

 

თუ სტატია შეიცავს ნახაზებს, ნახატებს, სქემებს, ფოტოებს, ილუსტრაციებს, ცხრილებს, აუცილებელია:

 

  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული  იყოს  შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე;
  • ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები დაინომროს არაბული ციფრებით;
  • თუ ტექსტში მოცემულია მხოლოდ ერთი ილუსტრაცია,  იგი არ ინომრება;
  • საჭიროების შემთხვევაში ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები შეიძლება დასათაურდეს  და/ან  დაერთოს   მცირე განმარტება იქვე,  მასალის სათაურის ქვემოთ;

 

  • ავტორი ვალდებულია, დაიცვას ჟურნალის ციტირების სტილი. (იხ. დანართი)
  • ჟურნალში  შემოსული  სტატიები  სარეცენზიოდ  გადაეცემა  დამოუკიდებელ ექსპერტებს.
  • საერთაშორისო ეთიკის ნორმების გათვალისწინებით ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
  • სტატია გამოქვეყნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დადებითად შეაფასებს ორივე ექსპერტი.
  • რედკოლეგია უფლებამოსილია, თუ საჭიროდ ჩათვლის, უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე და არ გაუგზავნოს ექსპერტებს და/ან დაუბრუნოს ავტორს სტატია შემდგომი გადამუშავების მიზნით.
  • ავტორი ვალდებულია, გადაამუშაოს სტატია რედკოლეგიის ან რეცენზენტის მოთხოვნით. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია არ დაიბეჭდება და/ან არ გადაეგზავნება ექსპერტებს.
  • ავტორისათვის სტატიის  დაბრუნება შემდგომი დამუშავებისათვის არ ნიშნავს, რომ იგი მიღებულია გამოსაქვეყნებლად.
  • გადამუშავებული ტექსტის მიღების შემდეგ სტატიას  ხელახლა განიხილავს სარედაქციო  საბჭო.
  • ავტორი ვალდებულია,  მიუთითოს ელექტრონული ფოსტის ის მისამართი, რომელსაც იგი სისტემატურად ამოწმებს და რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი მასთან დაკავშირება. თუ ავტორთან დაკავშირება დაბრკოლდება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, რედაქცია უფლებამოსილია, შეაჩეროს ან საერთოდ უარი თქვას სტატიის დაბეჭდვაზე.
  • ავტორი უფლებამოსილია მოითხოვოს რეცენზიის გაცნობა.
  • ავტორს არ აქვს უფლება უკვე გამოქვეყნებულ სტატიაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები.
  • ავტორი პასუხისმგებელია სტატიის შინაარსსა და მის გამოქვეყნებაზე.
  • პუბლიკაციების სამეცნიერო ხარისხზე მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავტორებსა და რეცენზენტებს.
  • სტატიის ავტორის პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო საბჭოს პოზიციას.
  • ჟურნალის რედაქცია  არ აგებს პასუხს  ავტორების და/ან მესამე პირებისა და ორგანიზაციების წინაშე, თუ ისინი ამ პუბლიკაციით რაიმე ფორმით დაზარალდებიან.
  • სარედაქციო საბჭო  უფლებამოსილია,  ჟურნალიდან ამოიღოს უკვე გამოქვეყნებული სტატია, თუ გამომჟღავნდება, რომ  ამ მასალის გამოქვეყნებით  დაირღვა  საავტორო უფლებები და/ან სამეცნიერო ეთიკის საყოველთაოდ მიღებული  სხვა ნორმები.  ამ ფაქტის შესახებ რედაქცია აცნობებს ავტორს და იმ დაწესებულებას, სადაც შესრულდა ნაშრომი.

         

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ ჟურნალის რედაქციას.  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

დანართი.  ციტირების  სტილი

ლიტერატურის სია უნდა შედგეს მხოლოდ ტექსტში მითითებული წყაროებისაგან - მათი დასახელების რიგითობის მიხედვით. ჟურნალს გააჩნია თავისი ციტირების სტილი.

 

შიდატექსტური დამოწმება

ლიტერატურის შიდატექსტური დამოწმება სრულდება შემდეგნაირად: 

 

ამა თუ იმ ავტორის ნაშრომიდან ციტირებისას, მას უნდა მიეთითოს წყარო შესაბამისი გვერდის აღნიშვნით კვადრატულ ფრჩხილებში შემდეგი სახით [3.გვ.21], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებული წყაროს რიგით ნომერს გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე - იმ გვერდს, საიდანაც მოყვანილია ციტატა. 

 

ბიბლიოგრაფია

 

წყაროებს ასევე მიუთითებთ ნაშრომის ბოლოს ბიბლიოგრაფიაში / გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში. ეს ჩამონათვალი, ჩვეულებრივ, მოიცავს თითოეულ წყაროს, რომელიც მითითებულია ტექსტში. ბიბლიოგრაფიაში მითითებული თითოეული ერთეული შემდეგი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი: 

 

ჩიქობავა, არნოლდ. 1965. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია: სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბილისი: განათლება. 

 

გერზმავა, ოთარ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის, მეოთხე შესწორებული და განახლებული გამოცემა, თბილისის, 2008 წ.

 

Johns, Adrian. The Nature of The book: Print and Knowledge in Making. Chicago: University of Chicago Press. 1998

 

ნებისმიერი ინტერნეტ წყაროს მითითებისას დაურთეთ ამ წყაროზე უკანასკნელად წვდომის თარიღი. წვდომის თარიღი მიუთითეთ URL მისამართის ან მუდმივი იდენტიფიკატორის შემდეგ და ჩასვით ფრჩხილებში. 

 

მაგ.: (17.06.2006)  (წვდომის თარიღი 2006 წლის 17 მაისი).  (accessed May 17, 2006)

 

Julian Samora, and Patricia Vandel Simon, A History of the Mexican-American People, rev. ed. (East Lansing, MI: Julian Samora Research Institute, Michigan State University, 2000), under “Civil War in mexico,” http://www.jsri.msu.edu/museum/pubs/MexAmHist/chapter14.html#six (19.12.2005).

 

*** 

საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული მისამართი:

 

577 28 48 49.

e-Mail:  This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

More in this category: « არქივი