Thursday, 19 October 2017

ჟურნალის "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" კონცეფცია

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” შეიქმნა 2015 წელს. იგი რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა. ჟურნალის  მთავარი მიზნებია:

 

  • დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგებში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, კვლევათა დონის ამაღლება და განვითარება, სამეცნიერო მიღწევების პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდა მკვლევრებისა და მეცნიერებისათვის ხელის შეწყობა მათი სამეცნიერო შესაძლებლობების გამოვლენაში, პერსონალური ციტირების ინდექსის მაჩვენებლის ამაღლება;
  • უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის პუბლიკაციისა და სამეცნიერო წრებრუნვაში ჩართვის დაჩქარება;
  • საინტერესო იდეებისა და კვლევითი საკითხების მიწოდება დაინტერესებული საზოგადოებისათვის;
  • სპეციალისტებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ დაზღვევისა და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

ჟურნალი ”ჯანდაცვის პოლიტიკა და სადაზღვევო საქმე” განკუთვნილია ჯანდაცვისა და დაზღვევის პროფილის სპეციალისტებისათვის. მასში წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებები:

 

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი;
  • ფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;
  • სადაზღვევო საქმე.

 

ჟურნალის საქმიანობას გაუძღვებიან სამეცნიერო რედაქტორი, სარედაქციო საბჭო, რომლის წევრებიც არიან შესაბამისი სამეცნიერო დარგების მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მკვლევრები.

 

ჯანდაცვის პოლიტიკა, მენეჯმენტი, სადაზღვევო საქმე ქართული მეცნიერების შედარებით ახალი დარგებია. ამ მიმართულებების განვითარებას ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერებისათვის, წმინდა მეცნიერულთან ერთად დიდი ეროვნული მნიშვნელობაც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო ჟურნალის დაარსება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების შემდგომ განვითარებასა და სამეცნიერო დონის ამაღლებას. 

 

თენგიზ ვერულავა

მთავარი რედაქტორი,

მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი 

 

ISSN 2346-7983

Last modified on Monday, 01 February 2016 07:27